ბოლო დროს მდიდრულად დასვენების შესაძლობლობა უფრო და უფრო მეტ ადამიანებს უჩნდებათ. და გარდა საკურორტო ქალაქების ოტელებში ჩვეული დასვენებისა, დამსვენებლები ირჩევენ კრუიზებს ზღვის სანაპიროს გასწვრივ კომფორტაბელურ იახტებზე.
საზოგადოების ზოგიერთმა ასეთმა წარმომადგენლებმა უკვე შეიძინა საკუთარი იახტები და თვით განსაზღრავენ, თუ სად და როდის იმოგზაურებენ საკუთარი მდიდრული გემით. ხოლო ნაკლებად მდიდრებს მხოლოდ ის დარჩენიათ, იქირაონ იახტა და ამით დაკმაყოფილდნენ. სხვათაშორის, უკანასკნელებისათვის ეს არც თუ ისე ცუდი ვარიანტია, რადგან შედარებით მცირედი თანხით მათ შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ფუფუნების პირობები და მშვენიერი დრო გაატარონ.
და რამდენი ჯდება იახტის დაქირავება?
თავიდან გავერკვიოთ – რისგად შესდგება თანხა, რომელსაც ხარჯავენ იახტების ჩარტერზე.
ხარჯები
განვიხილოთ პუნქტების მიხედვით:
- თვით იახტის ქირა, რომლის ღირებულებას აჟღერებენ პირველადი მოლაპარაკების დროს, ან და ის ჩანს პროფილური საიტების გვერდებზე. კერძოდ, ჩვენს კატალოგშიც. ამ თანხაში შედის:
- იახტის დაქირავება;
- ეკიპაჟის მომსახურება;
- საკვები ეკიპაჟისთვის;
- ეკიპაჟის და იახტის დაზღვევა;
- სახელმწიფო ნავსადგომებზე დგომის გადასახადი, თუ კი ასეთები არსებობს მოგზაურობის გზაზე.
ეს ციფრი ხშირად დამოკიდებულია იახტის გაბარიტებზე, მის სიახლეზე, მასზე დასვენების პირობებზე და სეზონზე. ანუ რაც უფრო ძველია იახტა და რაც უფრო მცირე ზომები გააჩნია, მით უფრო იაფია მისი დაქირავება. იგივე ეხება ჩარტერსაც დაბალი სეზონის დროს, ასევე იახტის წინასწარი დაჯაშვნისას. როგორც წესი, იახტის ჩარტერის თანხა ისაზღვრება ერთკვირიანი კრუიზის გათვალისწინებით. თუ კი თქვენ გსურთ დაქირავება ნაკლები ვადით, უნდა გაყოთ ღირებულება 6-ზე და გაამრავლოთ ქირაობის დღე-ღამეების სასურველ რაოდენობაზე. ამავე დროს, თუ კრუიზის ხანგრძლივობა აღემატება ერთ კვირას, თანხა იყოფა 7-ზე და მრავლდება დღე-ღამეების რაოდენობაზე. ანუ იახტის ქირა დღე-ღამეში ორ შემთხვევაში გამოვა სხვადასხვა.
რატომ ასეთი „უსამართლობა“? ეს დაკავშირებულია იახტის კრუიზისათვის მზადების შრომის დანახარჯებთან. ანუ გუნდი ხარჯავს ერთნაირ ძალას როგორც მცირე მოგზაურობისთვის მზადებისას, ასევე ხანგრძლივისათვის.
- თანხლები ხარჯები. ანი ხარჯები:
- საწვავზე;
- მოგზაურთა საკვებზე;
- ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებზე სტუმრებისათვის;
- საწვავზე კატერებისთვის და წყლის სათამაშოებისთვის;
- არხებით გადასვლის გადასახადზე;
- კერძო ნავსადგომებში დგომის გადასახადზე;
- სამრეცხაოზე;
- მოგზაურთა სხვა პირად ხარჯებზე.
ასეთი ხარჯების გათვლა ხორციელდება მოგზაურობის ბოლოს. ანუ წინასწარ გათვლილ თანხას შეგიძლიათ თამამად დაამატოთ კიდე 30%.
- დღგ
ევროპული კავშირის ქვეყნების უმეტესობამ კანონდებლურად შეიტანა დღგ ფრახტის თანხაზე. და მისი სიდიდე ცვალებადია იმ სახელმწიფოზე დამოკიდებულებით, რომლის წყლებშიც თქვენ მოგზაურობთ, და იმ დროშაზე დამოკიდებულებით, რომლის ქვეშ დადის იახტა. საშუალოდ ეს ზრდის ჩარტერის ღირებულებას 10-20%-ით.
- „ჩაის ფული“ ეკიპაჟისთვის
თქვენი დასვენების ხარისხი ასევე დამოკიდებულია ეკიპაჟის შრომაზე, რომელიც გემის მუშაობაზე, მის გადაადგილებაზე და მოგზაურთა სრულ სერვისზე ზრუნავს. და კრუიზის დროს მუშაკები პრაქტიკულად მთელი დღე-ღამეების განმავლობაში იმყოფებიან სამსახურში. ამიტომ წესად ითვლება მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა. „ჩაის ფულის“ ოდენობა მერყეობს საკმაოდ ფართო დიაპაზონში. ევროპისათვის ასეთი დანამატი მერყეობს ქირის თანის 5-10% შორის. ხოლო აშშ-ს სანაპიროზე ან კარიბის აუზში ჩარტერის დროს დანამატი მეტია – 10-20%.
- იახტის დაბრუნება ბაზირების პორტში
საკუთარი მარშრუტი თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად განსაზღვროთ იახტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მაგრამ თუ თქვენ მიწაზე გადმოსვლა გადაწყვიტეთ სხვა პორტში და არა იქ, საიდანაც გაემგზავრეთ, მზად იყავით აანაზღაუროთ დანახარჯი მის დაბრუნებაზე. ყველაზე ხშირად ამ თანხაში შედის დანახარჯები საწვავზე, რომელიც დაიხარჯა დაბრუნებისას, და ქირაობის იმ დღეების რაოდენობაზე, რომელიც დასჭირდება გემს პორტში დაბრუნებისთვის.
- გირაო
ეს შესაძლოა არც შევიდეს დანახარჯებში, მაგრამ ეს ის თანხაა, რომელიც სასურველია მომზადებული გქონდეთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის და ხელშეკრულების დასადებად. ახალი იახტების მფლობელები დებენ აუცილებელ პირობად – გიროას თანხის შემოტანა საკუთრების შესაძლო გაფუჭების შემთხვევისათვის. ეს თანხა შესაძლოა აღწევდეს 10-20 ათას ევროს მსხვილი იახტებისათვის (60 მეტრამდე სიგრძეში). ამიტომ სასურველია მზად იყოთ ასეთი სიტუაციისათვის.
ესაა ძირითადი ხარჯები, რომლების გაწევაც მოგიწევთ ჩარტერის დროს.
ეკონომიური ვარიანტი
თუ თქვენ არ ხართ მზად დიდი დანახარჯებისათვის, ასეთ შემთხვევაში იდეალური ვარიანტია მცირე 15-20 მეტრიანი იახტის დაქირავება. ასეთი იახტის ქირის ფასი მაღალი არ არის. უმეტეს შემთხვევაში ის მერყეობს 1500-5000 ევროს ფარგლებში. და რადგანაც მცირე იახტებზე ეკიპაჟი მინიმუმანდეა დაყვანილი (ხანდახან შედგება მხოლოდ 1-2 ადამიანისაგან), დანახარჯები გუნდზე მცირეა (დაახლოებით 150-200 ევრო დღე-ღამეში). პლიუს ხარჯები კვებაზე 200-300 ევრო ადამიანზე და დამატებითი ხარჯები დაახლოებით 50-100 ევრო ყოველი მგზავრისგან.
ძვირადღირებული ფუფუნება
მაგრამ თუ თქვენ არ გსურთ საკუთარ დასვენებაზე ეკონომია, შეგიძლიათ იქირაოთ იახტა, რომლის ზომა აღემატება 20 მეტრს. ასეთ შემთხვევაში კვირიანი ჩარტერის თანხა დაბალ სეზონში იწყება 16 000 ევროდან (20-მეტრიანი იახტისთვის), 600 000 ევრომდე 60-მეტრიანი იახტისთვის მაღალ სეზონში. პლიუს ვუმატებთ ამ თანხას დამატებით ხარჯებს, რომელთა პროცენტული თანაფარდობა მოყვანილია ზემოთ.
ფასებში გავერკვიეთ. ახლა დროა შევკვეთოთ იახტის დაქირავება!
და უმჯობესია ეს გაკეთდეს კომპანიაში ScanMarine TM (Cofrance SARL). ეს წამყვანი რუსულენოვანი ევროპული საიახტო ბროკერია ჩარტერისათვის იახტების მძლავრი ბაზით. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამაში, თუ კი კატალოგში ჩახედავთ. ხოლო კომპანიის მუშაკები დაგეხმარებიან ყველაზე მოსახდენი იახტის არჩევაში, როგორც კომფორტის დონით, ასევე ფასით, პლიუს იზრუნავენ იმაზე, რომ თქვენ მიიღოთ ზღაპრული დასვენება!