იახტის ყიდვა
იახტის ყიდვა – საპასუხისმგებლო პროცესია, ხოლო დამწყებისათვის კი თანაც ძალიან რთული. რადგან წყლის ტრანსპორტის შერჩევისას გასათვალისწინებელია რამოდენიმე პარამეტრი ერთდროულად. იცოდეთ, თუ თქვენ ჩაფიქრებული გაქვთ იახტის ყიდვა, თვით გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებულ იქნას 2-3 დღის განმავლობაში, ხოლო ზოგს კი ამისათვის დასჭირდება რამოდენიმე თვე. აქ ყველაფერი დამოკიდებულია არა მარტო ფინანსურ შესაძლებლობებზე, გასათვალოსწინებელია გემის პარამეტრები და მდგომარეობა, დრო მისი წარმოებისთის ან რემონტისათვის და სხვა მომენტები.
ახალი იახტა თუ ნახმარი?
იახტები კერძო გამოყენებისთვის იყოფიან რამოდენიმე კატეგორიად:
- შესრულებული ინდივიდუალური შეკვეთით;
- გამოცემული სერიულად;
- ნახევრადშეკვეთილი;
- ნახმარები.
არჩევანის გაკეთებისას მყიდველი ორიენტირებულია წყლის სატრანსპორტო საშუალების ღირებულებაზე და მის მომსახურებაზე. ახალი იახტები, შესრულებული ინდივიდუალური შეკვეთით, საკმაოდ ძვირადღირებულები არიან. მაგრამ ისინი აღჭურვილია მყიდველის სურვილების გათვალისწინებით, გააჩნიათ თანამედროვე ტექნიკა.
მეორად ბაზარზე ყიდვის პლიუსები და მინუსები
თუ კი იახტას შეიძენთ ონლაინ მეორად ბაზარზე, დანახარჯი ნაკლები გექნებათ. მაგრამ გემები იმყოფებიან მუდმივ კონტაქტში სითხესთან, რაც ხელს უწყობს ლითონის დაჟანგვას და ობის გავრცელებას. ამიტომაც ყურადღებით უნდა შეამოწმოთ საქონელი კორპუსის გარეგანი დაზიანებების არსებობაზე, ამაზეა დამოკიდებული მისი გამოყენების ხანგრძლივობა. მაგრამ თვით მეორადი წყლის სატრანსპორტო საშუალება უკვე გამოცდილია დღოში და შესწავლილია ყოფილი მფლობელის მიერ, რომელსაც შეუძლია მისი მართვის სრული ინსტრუქციის წარდგენა და გამოყენების რჩევების მოცემა.
ძრავა თუ აფრა: რა არის უმჯობესი?
იახტა აფრის ქვეშ ასოცირდება რომანტიკასთან, მაგრამ მათმა პოპულარობამ მოილო, ეკოლოგიურობის მიუხედავად. საქმე იმაშია, რომ ასეთი გემით სიარული საკმაოდ რთულია, თუ არ გაგაჩნიათ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება. ხოლო თუ იყიდით ძრავიან იახტას, მისი მართვა უფრო გაგიადვილდებათ, თან უფრო მალე ივლის. მაგრამ აქ მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ იახტას მომსახურება და ექსპლუატაცია მეტი დაგიჯდებათ.
რა მიზნისთვის ხდება იახტის შეძენა
სულ არსებობს იახტების 4 კატეგორია. თუ რომელს განეკუთვნება, განისაზღვრება აკვატორიით, სადაც უშუალოდ დაგეგმილია გემის ექსპლუატაცია:
- ა – ოკეანეები;
- ბ – ზღვები;
- გ – სანაპირო წყლები;
- დ – შიდა წყალსაცავები.
ჩვენ, როგორც გამოცდილი კომპანია, რომელიც ახორციელებს იახტების გაყიდვას, გირჩევთ თავიდანვე განსაზღვროთ საკუთარი მოთხოვნილებები: კერძოდ, თუ რომელ წყლებში ივლის თქვენი იახტა. იქნება ეს ხანმოკლე გასეირნებები თუ ხანგრძლივი მოგზაურობები, საზღვარგარეთული მარშრუტების ჩათვლით. ზოგი გეგმავს ახალი იახტის პირდაპირ ქარხნიდან შეძენას, რათა იცხოვროს მასზე. აქ უკვე გასათვალისწინებელია გემის ზომები, ტევადობა და კომფორტი.
პერიოდული გასეირნებებისათვის რამოდენიმე ადამიანთან ერთად საკმარისია მიკრო კლასის იახტა, რომლის სიგრძე არ აღემატება 6 მ. ასეთი გემი კიდევ იმისთვისაა მოხერხებული, რომ შესაძლებელია მისი გზებით ტრანსპორტირება. დიდი საზოგადოებისათვის უფრო კარგი არჩევანია ორმოცფუტიანი იახტა.
როგორი იახტა ვიყიდოთ და რატომ არის ეს მომგებიანი?
კარგი იახტა საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ მისი შეძენა დაკავშირებულია ერთდროულად რამოდენიმე დადებით მომენტთან:
- სახსრების წარმატებული ინვესტიცია. ბევრი უკვე დარწმუნდა, რომ სახლში ან ანგარიშზე ფულის შენახვა არარენტაბელურია. ხოლო დანაზოგის ჩადება მომგებიან შენაძენში – ეს ყოველთვის კარგი აზრია და ინფლაციისაგან დაცვაა. წყლის სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ვადა საგრძნობლად მაღალია, ვიდრე, მაგალითად, ავტომობილის. ამიტომაც თანხის ჩადება მოგიტანთ უფრო ხანგრძლივ სიხარულს.
- ნებისმიერ მომენტში დასასვენებლად წასვლის შესაძლებლობა. იახტის ყიდვა ნიშნავს დასვენებისათვის უამრავი შესაძლებლობების შეძენას. თუ თქვენ ფლობთ საკუთარ გემს, ნებისმიერ დროს შეძლებთ სამოგზაუროდ წასვლას.
- გზა ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ. იახტების მფლობელებს უჩნდებათ სუფთა ჰაერზე ყოფნის მეტი შესაძლებლობა, რაც ჯანმრთელობას აუმჯობესებს და ხელს უწყობს ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას. საკუთარი გემი – დიდი პასუხისმგებლობაა. იახტას ესაჭიროება მოვლა, რაც არ მისცემს მის მფლობელს დიდხანს დივანზე ჯდომის საშუალებას.
- წყლის გასეირნებების მოყვარულთა საზოგადოების წევრის გახდენის შანსი. გარშემო უამრავი ადამიანია, რომლებიც ვერ წარმოიდგენენ სიცოცხლეს ზღვის გარეშე. და ყოველი ახალი იახტის მფლობელი ხდება ამ მეგობრული საზოგადოების წევრი, რომელშიც შედიან ცხოვრებაზე უნიკალური შეხედულებების მქონე პიროვნებები.
- კერძო საკუთრებაში მძლავრი ანტიდეპრესანტის მიღება. იახტის ზღვაში გასვლის შემდეგ, მისი მფლობელის პრობლემები რჩება ნაპირზე, ხოლო წყალს დაღლილობა მიაქვს. საკუთარი იახტის ფლობისას, ასეთი სიამოვნების მიღება ყოველდღე შესაძლებელია.
ჩვენ მოხარულები ვიქნებით დაგეხმაროთ თქვენ იახტის არჩევაში, რადგან ჩვენი საიტის სლოგანია – ნებისმიერი შეძლებს იახტის შეძენას!