თუკი დაგეგმილია ხანგრძლივი ზღვაოსნობა ღამის სვლით,დაგჭირდებათ გამოცდილი ეკიპაჟი სრულფასოვანი შემადგენლობით და ვახტის მკაფიო ორგანიზებით. საზღვაო კულტურის ფორმირება ხდებოდა ასწლეულობით და ყოველ წესს ამყარებს წინამორბედთა მდიდარი გამოცდილება.მრავალი მომენტი ე.წ.“ობივატელებს“ დღემდე არალოგიკურად და უცნაურად ეჩვენებათ.მაგრამ თუ მივყვებით ყველა რეკომენდაციებსა და წესებს, საზღვაო მგზავრობა ჩაივლის გართულებების გარეშე.
«იახტის ეკიპაჟის» ცნება
ეკიპაჟიანი იახტის დაქირავება – ეს ყოველთვის გონივრული გადაწყვეტილებაა. ასე მოიჯარე და მისი სტუმრები შეძლებენ დატკბნენ წყალზე სრულფასოვანი დასვენებით .პროფესიონალური გუნდი ყურადღებით ეპყრობა ბორტზე მყოფთ და უზრუნველყოფს მათ კომფორტსა და უსაფრთხოებას. კარგი ეკიპაჟი მუშაობს ყოველთვის სწრაფად და გამართულად.
როგორც წესი ვინ შედის ეკიპაჟის შემადგენლობაში
წესრიგის დაცვის მიზნით ხომალდის ბორტზე მნიშვნელოვანია იერარქიის დაცვა. ეკიპაჟის გუნდი, როგორც წესი შედგება შემდეგი წევრებისგან:
- კაპიტანი,რომელიც მართავს გემს და ყველას ვინც ბორტზე იმყოფება .ამ თანამდებობის დაკავება შეუძლია მხოლოდ გამოცდილ ადამიანს, რომელსაც გააჩნია საჭირო ცოდნა და ფლობს შესაბამისი დარგის გარკვეულ უნარებს, იმისთვის რომ გასცეს სწორი ბრძანებები და მოახდინოს სწრაფი რეაგირება კრიტიკულ სიტუაციებში გემზე ორი კაპიტანი ვერ იარსებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს ინტერესთა კონფრონტაციას.
- კაპიტნის პირველი თანაშემწე.მან თვალყური უნდა ადევნოს ყველაფერს და დროულად მოახსენოს კაპიტანს ნებისმიერი შემთხვევის შესახებ. თუ ხომალდი დიდია გუნდში შეიძლება ჩართულ იქნას კაპიტნის მეორე თანაშემწეც.
- ინჟინერი,რომელიც პასუხისმგებელია საცურაო საშუალების გამართულობაზე.
- ინჟინერის დამხმარე, რომლის ამოცანაში შედის მთავარი ინჟინერის დავალებების შესრულება და იახტაზე დანადგარების მუშაობისთვის თვალყურის დევნა.
- მეზღვაურები. ამ თანამდებობაზე აჰყავთ მცირე გამოცდილების მქონე მეზღვაურები, რომლებსაც ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა მოუწევთ. ჩვეულებრივ მეზღვაურები სწევენ მთელ შავ და ფიზიკურ სამუშაოს
- უფროსი სტიუარდი, რომლის მოვალეობებში შედის სტუმრებზე ზრუნვა და წესრიგის დაცვა მთელს ხომალდზე.
- მზარეული, რომელიც ამზადებს ყველა ბორტზე მყოფი სტუმრისთვის და გუნდის წევრებისთვის.
უფროს სტიუარდსა და მზარეულს ასევე შეუძლიათ ჰყავდეთ თანაშემწეები, თუ ბორტზე ბევრი ხალხია. დამოუკიდებლად ეკიპაჟის ძიება იახტისთვის – არის საპასუხისმგებლო და რთული საქმე. უფრო მარტივია ეკიპაჟიანი ხომალდის დაქირავება. რადგან ფირმები, რომლებიც გვთავაზობენ მსგავს მომსახურეობებს, შეძლებენ მოიჯარის განკარგულებაში მოახვედრონ გამოცდილი ეკიპაჟი, რომელსაც უშიშრად შიძლება ანდოთ საცურაო საშუალების მართვა და მგზავრთა უსაფრთხოება.