როგორც ცნობილია, პატარა იახტაც კი არაა იაფი, ამიტომ ასეთი გემის შეძენა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმ ადამიანთა ოცნებები რომელთაც არ აქვთ ახალი გემის შეკვეთის შესაძლებლობა, არ აუსრულდებათ. ბევრი მათგანი ვისაც აინტერესებს იახტები, თვლიან რომ მეორადი გემის ყიდვა არის მშვენიერი ვარიანტი რამოდენიმე მიზეზის გამო.
მეორადი იახტების ყიდვის უპირატესობანი
პირველ რიგში, მეორადი კატერები და იახტები გაცილებით იაფია ვიდრე ახლები. რამდენით – ეს დამოკიდებულია გემის ტექნიკურ მდგომარეობაზე და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე. ზუსტად ეს არის ძირითადი მიზეზი, რომ ყიდულობენ ნახმარ გემებს.
მეორადი იახტის იაფად ყიდვა არაა მისი შეძენის ძირითადი მიზეზი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ შემთხვევაში არაა საჭირო გემის აწყობის დალოდება: როგორც წესი გადახდისა და ყველა საჭირო საბუთების გაფორმების შემდეგ შეიძლება მაშინვე ზღვაში გასვლა.
საჭიროა კიდევ ერთ გარემოების მოხსენიება. ის მდგომარეობს იმაში, რომ ზოგი მეორადი იახტა საინტერესოა იმით რომ ის მანამდე იყო ზოგიერთი ცნობილი ხალხის ქონებაში. ხშირ შემთხვევაში ასეთი გემები ახალზე ძვირია.
როგორ შევიძინოთ მეორადი იახტა?
იმისათვის რომ ვიყიდოთ მეორადი იახტა იმ ფასში, რომელიც ნამდვილად შეესაბამება მის ტექნიკურ მდგომარეობას, საჭიროა მისი შეძენა გამოცდილი ბროკერის დახმარებით, მაგალითია კომპანია Cofrance SARL. ჩვენი სპეციალისტები აუცილებლად შეარჩევენ ისეთ ვარიანტს, რომლის ფასი ოპტიმალურად იქნება ხარისხის შესაბამისი. გარდა ამისა, ჩვენ ვუზრუნველყოფთ გემის ყიდვა-გაყიდვის სრულ იურიდიულ თანხლებას .