გემების დაზღვევა მათი მაღალი ღირებულების პირობებში უზრუნველყოფს საიმედო დაცვას სხვადასხვა სახის რისკებისაგან მათი ექსპლუატაციის პროცესში. კომპანია «კოფრანსი» უწევს იახტების, კატარღების და გემების სხვა სახეობების დაზღვევის მომსახურებას.
ზღვის მცურავი საშუალებების დაზღვევის ზოგადი წესი
ზღვის გემების დაზღვევის ზოგადი პირობები ეფუძნება ლონდონის მზღვევლების ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ და ყველა სახელმწიფოს მიერ გამოყენებად წესებს.
უნივერსალური წესები ითვალისწინებენ დაზღვევის რამდენიმე სახეობას:
• პასუხისმგებლობით ყველა რისკზე. არ მიიღება მხედველობაში საფრთხე, რომელიც არ იფარება პირობით “ყველა რისკი“;
• პასუხისმგებლობით კერძო ავარიებზე. საზღვაო გემების დაზღვევა ხორციელდება რისკების ფიქსირებული ნუსხის შედგენის საფუძველზე, რომელზეც მზღვეველი აგებს პასუხისმგებლობას;
• მიღებულ დაზიანებაზე პასუხისმგებლობის გარეშე, მარცხის შემთხვეის გარდა.
წყლის ტრანსპორტის დაზღვევის წესები
ზღვის გემის დაზღვევა კომპანია Cofrance-ში ეფუძნება მსოფლიო პრაქტიკაში მოქმედ ძირითად წესებს, რომლებსაც მიეკუთვნება:
• ფრანშიზას მოქმედება. ის აიძულებს დამზღვევს მეტი იზრუნოს დაზღვეულ გემზე. ათავისუფლებს მზღვეველს წვრილმანი ზიანის ანაზღაურებისაგან;
• სადაზღვევო პირობების ცვლილების შესაძლებლობა. სრულდება ზღვის გემის დაზღვევის ხელშეკრულებაში სხვა სახის რისკების შეტანისას;
• იმ რაიონების მითითება, რომელშიც შესვლისას გემი კარგავს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის უფლებას;
• დამზღვევისათვის სადაზღვევო კომპენსაციის ნაწილის დაბრუნება, თუ გემი ერთ თვეზე მეტი იმყოფებოდა უსაფრთხო პორტში;
• სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ყველა ხარჯს ჯერ წევს დამზღვევი და მხოლოდ შემდგომ ის ანაზღაურდება მზღვეველის მიერ;
• დამზღვევი გემის დაზღვეის ხელშეკრულების დადებამდე ვალდებულია წარადგინოს მზღვეველის განკარგულებაში მთელი ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია მის მიერ თავისი რისკის შეფასებისათვის.
კატარღების და იახტების დაზღვევა კომპანია «კოფრანსში»
Cofrance უწევს კერძო პირებს (საფრანგეთის მოქალაქეებს და არარეზიდენტებს) და კომპანიებს მომსახურებას ზომამცირე გემების დაზღვევაში. კატარღების და იახტების დაზღვევა ხორციელდება ინდივიდუალური პროგრამებით. დაზღვევის ვადები თანხმდება კლიენტთან.
სადაზღვევო პოლისი შეიძლება გაფორმდეს გარკვეული ვადით ან რეისზე. ვადა გულისხმობს სხვადასხვა ხანგრძლივობას – ერთ წლამდე და მეტი – აქტიური ექსპლუატაციის პერიოდთან ერთად შეიძლევა შეიცავდეს დროს ნავიგაციებს შორის, მათ შორის გაჩერებას მარინაში, გადაადგილებას ტრანსპორტზე ხმელეთით, ჩამოშვებას/აწევას და სხვ. კატარღის ან იახტის რეისზე (რეისებზე) დაზღვევისას მზღვეველი პასუხისმგებელია ერთი ნავსაბელისგან გამგზავრებიდან მეორე ნავსაბელთან გაჩერების დროზე.
რა რისკებისაგან აზღვევს «კოფრანსი»
რისკები, რომლებიც შედის გემების დაზღვევის ხელშეკრულებაში, გათვალისწინებულია ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის წესებით. საბაზო პირობებში შედის:
• დაზიანება ექსპლუატაციისას. ოპტიმალური ვარიანტი მაქსიმალური სადაზღვევო გადახდების მიღების შესაძლებლობით;
• სადგომზე მიღებული დეფექტები. ყველაზე იაფფასიანი დაზღვევა, მარინას აკვატორიის ფარგლებს გარეშე მოქმედების შეწყვეტით;
• სამოქალაქო პასუხისგებლობა იახტების სხვა მფლობელებს წინაშე. იცავს ნავმისადგომთან გემების მჭიდრო განთავსების პირობებში.
რისკების თითოეული საბაზო ჯგუფი იყოფა მრავალ კონკრეტულ საფრთხედ, რომლებიც მკაფიოდ უნდა იქნას გაწერილი დაზღვევის ხელშეკრულებაში.
რა მოქმედებს დაზღვევის ღირებულებაზე
იახტების/კატარღების დაზღვევის ღირებულება გაანგარიშება ხდება კომპლექსურად. ის ინდივიდუალურია თითოეული კლიენტისათვის. სადაზღვევო ტარიფებზე და დაზღვევის საბოლოო ფასზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები:
• თანხა, რომელზეც უნდა დაიზღვეს იახტა;
• დაზღვეული რისკების რაოდენობა;
• სადაზღვეო თანხიდან ფრანშიზას ოდენობა პროცენტებში размер;
• დაზღვევის ვადები;
• გემის ტიპი, მისი მდგომარეობა (კონსტრუქცია, გამოშვების წელი, ფართობი, აღჭურვილობა და ა. შ.).
რაც უფრო მაღალია იახტას/კატარღას ღირებულება, მით უფრო ძვირია სადაზღვევო პოლისი.
მიმართეთ «კოფრანსს» განცხადებით გემების დაზღვევის შესახებ, შეუკვეთეთ დაზღვევა ონლაინ. კომპანიის იურისტები და ეკონომისტები დაგეხმარებიან ოპტიმალური პროგრამის შერჩევაში, რომელიც იქნება შესაძლო ზიანის კომპენსაციის გარანტია.