ყურადღება – ტროპიკული შტორმი! სასარგებლოა ვიცოდეთ
განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია თუ თქვენი იახტა მოახდენს კურსირებას რაიონებში, რომლებიც წარმოადგენენ პოტენციურად საშიშს შტორმების გაჩენის მხრივ.
რა რაიონებია ეს, და ასევე სად და როდის ჩნდება შტორმი?
შტორმის შექმნის ბუნება(რომელსაც შეუძლია გადაიზარდოს ურაგანში) საკმაოდ მარტივია. –ზაფხულის პერიოდის მანძილზე ოკეანეების წყლის ზედაპირი ეკვატორის რაიონში ძლიერ ხურდება და სითხე, აორთქლებისას ადის მაღლა და გამოაძევებს მშრალ ჰაერს ქვევით. ნოტიო ჰაერი ასვლისას კარგავს ტენს და ისევ დაბლა იწევს იმისთვის რათა აკრიფოს სიჩქარე ისევ შეივსოს სითხით და გაემართოს მაღალი შრეებისკენ. ტენიანი ჰაერის მასა თანდათან იწყებს მოძრაობას ახალი ღრუბლიანი წარმონაქმნის ცენტრისკენ (ეგრეთ წოდებული შტორმის თვალი, რომლის კედლებზეც ადის ზევით ნოტიო ჰაერი), ხოლო ქარი ძლიერდება წარმოუდგენელ სიჩქარემდე.შედეგად ჩვენ ვღებულობთ შტორმს.
როგორც თქვენ უკვე შენიშნეთ, შტორმის წარმოქმნისთვის საჭიროა ორი მნიშვნელოვანი პირობა – დიდი მასის თბილი წყლის არსებობა და მზის სხივების სიუხვე, რომლებსაც შეუძლიათ გაახურონ ზღვის ზედაპირი. ამიტომ მოცემული ბუნებრივი მოვლენის შესაქმნელად იდეალურია ეკვატორი და ტროპიკების ზონა სწორედ უკანასკნელებმა მისცეს სახელწოდება ჩვენს მიერ განხილულ ურაგანებს. – ტროპიკული შტორმი.
ძირითადად წელიწადის განმავლობაში ტროპიკებში შტორმები წარმოიქმნება დაახლოებით 80-86 ცალი,რომელთაგანაც 40 ზე ცოტა მეტს შეუძლია მიაღწიოს ურაგანის ძალას ხოლო ორ ათეულს –მესამე და ზევით ძალის კატეგორიას საფირის სკალის მიხედვით — სიმპსონის მაქსიმალური მნიშვნელობა – 5)
მათი კლასიფიკაცია ხდება ქარის სიჩქარის მიხედვით, რომელიც მძვინვარებს ურაგანის შიგნით
- 60-120 კმ/სთ– უბრალოდ ტროპიკული შტორმი;
- 120-150 – 1 კატეგორია;
- 150-180 – 2 კატეგორია;
- 180-210 – 3 კატეგორია;
- 210-250 – 4 კატეგორია;
- და აღემატრბა 250 კმ/სთ – 5 კატეგორია.
ამ ყველაფერს თან ახლავს არამარტო ძლიერი ქარი, არამედ მაღალი ტალღები და ასევე უხვი კოკისპირული წვიმებით. რაც შტორმის გადასვლისას ხმელეთზე იწვევს მოულოდნელ ნგრევებს და მატერიალურ ზარალს. და უდავოდ, იახტა, რომელიც მოხვდა მძვინვარე შტორმში შეიძლება ძლიერ დაზიანდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის ზუსტი ცოდნა თუ სად და როდის წარმოიქმნება ტროპიკული შტორმი და რა ძალა გააჩნია მას ზემოთ მითითებული კლასიფიკაციის მიხედვით
ჩვენ კი ჩვენის მხრივ ვეცდებით დაგეხმაროთ ამაში. ჩვენი სერვისის წყალობით თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაინახოთ სად იმყოფება ამ მომენტში ტროპიკული შტორმი რუკაზე ონლაინ.
ურაგანის მოძრაობის თვალთვალით თქვენ შეძლებთ ოპერატიულად მიიღოთ გადაწყვეტილება კურსის შეცვლის თაობაზე და გახვიდეთ ამ ბუნებრივი მოვლენის მოძრაობის გზიდან ან თავი შეაფაროთ მოხერხებულ და უსაფრთხო სადგომს
საინტერესოა ვიცოდეთ!
რატომ არქმევენ ურაგანებს ადამიანების სახელებს?
პირველი სახელების შერქმევა ურაგანებისთვის დაიწყო მეტეოროლოგმა ავსტრალიიდან კლემენტ რაგმა, რომელმაც ამისათვის გამოიყენა იმ პარლამენტარების სახელები, რომლებიც არ აძლევდნენ დადებით ხმებს კრედიტების გაცემას მეტეოროლოგიური კვლევებისთვის .
შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელმა მფრინავებმა დაიწყეს ურაგანებისთვის თავიანთი ქალების სახელების დარქმევა (მეგობარი ქალების ან ცოლების ). ეს დაფუძნდა და შევიდა ოფიციალურ პრაქტიკაში 1953 წლიდან. ხოლო 1979 წლიდან ურაგანებს დაუწყეს კაცების სახელების დარქმევაც.
ურაგანს სახელი ენიჭება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ქარის სიჩქარე გადააჭარბებს 64,2 კმ სთ-ში .
მას ირჩევენ ლათინური ანბანის საფუძველზე, დაწყებული ასო А-დან და შემდეგ მიმართულებით ქვევით . თუმცა ზოგი ასო არ გამოიყენება,რადგან მათზე არ იწყება არც ერთი ადამიანის სახელი.
არსებობს სახელების 6 ნუსხა, ყოველ მათგანში 21 სახელით ერთი სია მიდის ერთ წელიწადს და ასე 6 წლის მანძილზე ცვლიან სიებს მანამ, სანამ არ გადავლენ ისევ პირველ სიაზე. მაგრამ თუ ურაგანი გახდა დიდი მსხვერპლისა და ნგრევის მიზეზი , მაშინ ხდება მოცემულ სახელის სიიდან ამოღება
ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად დასახელებისა ან ძალის იმისთვის რომ მოხდეს თქვენი დანაკარგების ნიველირება თქვენი ხომალდის დაზიანებისას საჭიროა აუცილებლად მოხდეს იახტის დაზღვევა. ამაში თქვენ დახმარებას გაგიწევენ კომპანია ScanMarine TM (Cofrance SARL) სპეციალისტები.
.