Scanmarine TM-ის (Cofrance SARL) გუნდი მოხარულია გაცნობოთ კომპანიის მაშტაბური გაფართოების შესახებ. ჩვენ ერთდროულად გავხსენით 25 წარმომადგენლობა მთელს ევროპაში.    

შემოთავაზებების ზრდის წყალობით იახტები, როგორც საქონელი, ასევე იახტის იჯარა, როგორც მომსახურება, ხელმისაწვდომი გახდა არა მხოლოდ ელიტისთვის, არამედ საშუალო შემოსავლის მქონე ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. ამასთან ერთკვირიანი დასვენება იახტაზე შეიძლება დაჯდეს იგივე თანხა, რაც ნომრის ღირებულება სასტუმროში იგივე ვადით. ანუ თქვენ მიიღებთ საცხოვრებელ ადგილს და გართობის მთელ კომპლექსს სასტუმროს ფასად, თანაც ზღვით მოგზაურობის შესაძლებლობით.

ნიცა, კანი, კარიბის კუნძულები, მონაკო და ლაჟვარდოვანი ნაპირის მდიდრული პლიაჟები ახლა უკვე ხელმისაწვდომია  დამსვენებელთა დიდი რაოდენობისთვის. შესაბამისად, იახტაზე შვებულების გატარების მსურველ ტურისტთა ნაკადი მკვეთრად გაიზარდა. იგივე ეხება იახტების ყიდვას, აგრეთვე მათ მშენებლობას. მართალია, ამ შემთხვევაში ძირითადი როლი ითამაშა ტექნიკურმა პროგრესმა და იახტების ბაზარზე უფრო იაფი მწარმოებლების გამოსვლამ.

სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტორები გახდა ჩვენი კომპანიის კლიენტების ზრდის ძირითადი მიზეზი. და ვინაიდან ჩვენი მუდმივი კლიენტურის მდებარეობის გეოგრაფია საკმაოდ ფართო აღმოჩნდა, კომპანიამ Scanmarine TM (Cofrance SARL) გადაწყვიტა თავისი წარმომადგენლობების რაოდენობის გაზრდა.

Аренда яхты в Европе

კოფრანსის წარმომადგენლობათა ევროპული ქსელი

წინა წელი საკმაოდ ნაყოფიერი გახდა კომპანიისთვის. ჩვენ აგრეთვე ვაფართოებდით ჩვენი სამუშაოს ზონას. ამგვარად, 2018 წელი აღინიშნა დსთ-ს ქვეყნების დედაქალაქებსა და რუსეთის რიგ ქალაქებში ოფისების გახსნით.

მიმდინარე წელს ჩვენ განვაგრძეთ მოძრაობის ეს ვექტორი, და შევქმენით წარმომადგენლობათა ევროპული ქსელი. ახლა უკვე ჩვენთან დაკავშირება ბევრად უფრო მარტივია. თქვენ შეგიძლიათ გვიპოვოთ შემდეგ ქვეყნებში და ქალაქებში:

იახტის ჩარტერი შვეიცარიაში

аренда яхты в Швейцарии

მრავალი მოგზაურისთვის შვეიცარია ასოცირდება მხოლოდ მთებთან და  სამთო-სათხილამურო კურორტებთან, მათ ავიწყდებათ, რომ ამ ქვეყანაშიც კი არსებობს საკმაოდ დიდი წყალსაცავები, სადაც ყველანაირი პრობლემის გარეშე შეიძლება კარგი იახტის აღება იჯარით. თვალწარმტაც ტბათა ტრიო შვეიცარიის ტერიტორიაზე გახდა ნამდვილი სულის მოსათქმელი გახდა წლით მოგზაურობის მოყვარულთათვის – ნევშატელის, მურტენისა და ბილ-ბიენის ტბები. ეს არის იდეალური ადგილი რელაქსაციისთვის პატარა იახტის ბორტზე. შვეიცარიაში იახტის იჯარით აღებისთვის სალმარისია დარეკოთ ტელეფონზე

შვეიცარია, ციურიხი (Switzerland, Zurich) +41435500260

კატერით ავსტრიის ტბებზე

аренда яхты в Австрии

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიას არ გააჩნია გასასვლელი ზღვაზე, მიმართვები ჩვენს სპეციალისტებთან იახტის იჯარასთან დაკავშირებით ამ ქვეყანაში საკმაოდ ბევრია. ამას აქვს საკმაოდ დასაბუთებული მიზეზი – კარინტია. ტბების მიწა, რომელმაც მიიღო სახელწოდება „ავსტრიული რივიერა“. წყალი წყალსაცავებში უსუფთავესია და იდეალურია თევზაობისთვის. მაგრამ იახტით მოგზაურობის ძირითადი ტბა არის ვერტერ-3ე. ეს ტბა ყველაზე დიდია ამ რეგიონში, მან მოიპოვა უზარმაზარი პოპულარობა როგორც თავად შვეიცარიის მოსახლეობას შორის, ისე მოგზაურთა შორის. თქვენ შეგიძლიათ დაუკვეთოთ აქ იახტა ან კომფორტული კატერი ტელეფონით

ავსტრია (Austria) +436703090145

იახტით ბელგიაში

аренда яхты в Бельгии

ჩვენს კლიენტებს შორის ჩრდილოეთის ცივი წყლების დაპყრობის საკმაოდ ბევრი მსურველია. და სტარტის წერტილად ისინი ხშირად ბელგიას ირჩევენ. ბელგიაში იახტის ჩარტერის პროცესის, აგრეთვე ამ ქვეყნის მარინებში სადგომების იჯარის მაქსიმალურად გასამარტივებლად, ჩვენმა კომპანიამ გახსნა აქ პატარა ოფისი. ახლა უკვე საკმარისია დაგვირეკოთ ტელეფონით, და თქვენი პრობლემები გადაწყვეტილია

ბელგია, ბრიუსელი (Belgium, Brussels) +3225800326

იახტის შეკვეთა ჩეხეთში

аренда яхты в Чехии

შუასაუკუნეების სულის შესაგრძნობად ჩეხეთში ჩამოდის ტურისტების უზარმაზარი რაოდენობა. და ერთერთ გართობად, ღირსშესანიშნაობის მონახულების გარდა, მოგზაურები ირჩევენ კატერისა ან იახტის დაქირავებას ვლტავაზე ან პრაღის ტბორებზე. ეს არის პრაღის საოცარი ადგილები, რომელთა მონახულების გარეშე თქვენი მოგზაურობა არ  იქნება სრული. მართალია, წყლის სეზონი არ არის მთელი წლის მანძილზე, იგი გრძელდება აპრილიდან ოქტომბრამდე. თუმცა ჩვენი წარმომადგენლობა ჩეხეთში ზამთარშიც მუშაობს. დაგვირეკეთ ტელეფონზე

ჩეხეთის რესპუბლიკა, პრაღა (Czech Republic, Prague) +420234261802

იახტის ჩარტერი დანიაში

аренда яхты в Дании

დანია ტყუილად არ არის აღიარებული სახელმწიფოდ, რომელსაც ყველაზე ბედნიერი მოქალაქეები ჰყავს.  იგი ზღაპრულად ლამაზია! განსაკუთრებით მისი ზღვისპირა ნაწილი. აქ იახტების სეზონზე ჩამოდის ათასობით ტურისტი ჩრდილოეთის ზღვის წყლის სტიქიის გამძლეობის შესამოწმებლად. თუმცაღა ტურისტები, რომლებიც ახორციელებენ წყნარ გასეირნებას ნაპირზე მდიდრული კოშკის მქონე ესრუმის ტბაზე, ასევე მრავლადაა. ამ დროს ჩვენი კომპანიის ტელეფონები სკდება დანიაში იახტის იჯარით აღების მსურველთა ზარებისგან. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სავალდებულო წესით გაგვეხსნა აქ წარმომადგენლობა, რათა გაგვემარტივებინა კლიენტებთან მუშაობა. ასე რომ დარეკეთ!

დანია (Denmark) +4578768420

იახტა კვიპროსზე

аренда яхты на Кипре

მზიანი კვიპროსი დიდი ხანია გახდა აღთქმულ მიწად იახტების მფლობელთათვის. იგი კონკურენციას უწევს მალტას, და წარმოგიდგენთ ყველაზე საუკეთესო პირობებს იახტის რეგისტრაციისთვის დროშის ქვეშ. კომპანია Scanmarine TM-ის (Cofrance SARL) სპეციალისტებს საკმაოდ ხშირად უწევთ კვიპროსზე მდიდრული ნავების იურიდიულად გაფორმება. მუშაობის გამარტივებისა და ყველა ბიუროკრატიული ფორმალობის გადაწყვეტის პროცესის დაჩქარების მიზნით ჩვენ აქ გავხსენით ოფისი. და თუ თქვენ გაგიჩნდათ კვიპროსზე იახტის დარეგისტრირების აუცილებლობა, მოგვმართეთ!

კვიპროსი, ნიკოსია (Cyprus, Nicosia) +35722008295

 იახტინგი ესტონეთში

аренда яхты в Эстонии

ესტონეთში კარგად არის განვითარებული საიალქნო სპორტი. ამიტომ სეზონის დადგომასთან ერთად ზღვისპირა ზონაში შეიმჩნევა იახტების ნამდვილი ორომტრიალი, რომლებსაც აუცილებელი წესით ესაჭიროებათ ადგილი დგომისთვის (მარტივი სიტყვებით ადგილი სადგომზე). ვინაიდან მოწყობილი მარინები არც ისე ბევრია, ბრძოლა სადგომისთვის, როგორც წესი, არასახუმაროა. მაშინ, როდესაც ჩვენ ყოველთვის გვაქვს კომპანიის მიერ დაჯავშნილი ადგილი. საკმარისია დაგვირეკოთ.

ესტონეთი, ტალინი (Estonia, Tallinn) +3726346315

ფინეთში იახტისთვის

аренда яхты в Финляндии

ფინეთი ცნობილია არა მხოლოდ თავისი სამთო-სათხილამურო კურორტებით. იალქნების ქვეშ სიარული აქ ფაქტობრივად საოჯახო სპორტისა და დასვენების სახეობაა. ამის შედეგად ფინელებს გააჩნიათ ერთერთი ყველაზე განვითარებული იახტების ინფრასტრუქტურა და  იახტების უძლიერესი ბაზარი შეთავაზებების უდიდესი რაოდენობით. უნდა აღინიშნოს, რომ მეორადი იახტები ადგილობრივ გამყიდველებთან ტექნიკური მდგომარეობით და მოვლილობით ხშირად აღემატება ახალ, წყალზე ახლად დაშვებულ მოდელებს. ამიტომ ჩვენი თანამემამულეები იახტების შესაძენად არჩევენ სწორედ ფინეთში წასვლას, ხოლო სკანმარინის სპეციალისტები ეხმარებიან მათ საცურაო საშუალების ნასყიდობის გარიგების გაფორმებაში. გსურთ ფინეთში იახტის შეძენა? დაგვირეკეთ!

ფინეთი, ჰელსინკი (Finland, Helsinki) +358942704070

იახტიანი გერმანია

аренда яхты в Германии

გერმანია ცნობილია არა მხოლოდ ძლიერი ეკონომიკით და ლუდის მდინარეებით ოქტობერფერსტის ფესტივალზე. აქ საკმაოდ აქტიურად არიან დაკავებულნი იახტინგით და უშუალოდ იახტების მშენებლობით. იალქნის ქვეშ სიარულის ან ძრავიანი კრუიზერით ტალღებზე სრიალის მოყვარულთათვის სიახლეს არ წარმოადგენს ისეთი ზღვის უბეების დასახელება, როგორიცაა ლიუბეკის, კილის  და ფლენსბურგერის ზღვის უბეები. სწორედ ეს   ზღვის უბეები ცნობილია თავისი მოწყობილი სადგომებით. ხოლო მათ შორის, ვინც შეიძინა ახალი იახტა, აღმოჩნდებიან Lurssen-ისა და Blohm + Voss-ის გემთსაშენებზე აშენებული ნავების  მფლობელები. თუ თქვენ გჭირდებათ გერმანიაში იახტის იჯარით აღება ან თუნდაც აშენება, მიმართეთ კომპანია Scanmarine-ის სპეციალისტებს.

გერმანია, ჰამბურგი (Germany, Hamburg) +494067524020

 იალქნის ქვეშ უნგრეთში

аренда яхты в Венгрии

სწორად ასე – უნგრეთში ასევე შეიძლება იალქნის ქვეშ გასეირნება ნამდვილ „უნგრულ ზღვაზე“. ასე უწოდებენ უნგრელები თავისი ქვეყნის (ევროპისაც კი) ყველაზე დიდ ტბას  – ბალატონს. აქ საკმარისია ადგილი იმისთვის, რომ ჩაიდინოთ მრავალდღიანი მოგზაურობა იახტით სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში შესვლით. და ვინაიდან აღნიშნული წყალსაცავი სარგებლობს დიდი პოპულარობით ტურისტებში, უნგრეთში იახტის იჯარით აღების საკითხზე ჩვენს კომპანიაში მიმართვები იმდენად ბევრია, რომ ჩვენ ვარჩიეთ გაგვეხსნა აქ ოფისი, სადაც თქვენ თამამად შეგვიძლიათ დაგვირეკოთ თქვენი განაცხადებით.

უნგრეთი, ბუდაპეშტი (Hungary, Budapest) +3615507616

საბერძნეთის ანტიკური გმირების კვალდაკვალ

аренда яхты в Греции

ოლიმპიური ღმერთების ქვეყანა უზომოდ მიმზიდველია იახტების მფლობელთათვის. უსუფთავესი ზღვის წყალი, თვალწარმტაცი ნაპირი, მეგობრულად განწყობილი ბერძნები და ამ ადგილების უდიდესი ისტორია ხდიან საბერძნეთს ბალკანეთის ნახევარკუნძულის მარგალიტად. ხოლო მოწყობილი მარინები უზრუნველყოფენ იახტსმენების კომფორტს. სეზონური ნაკადის დასაკმაყოფილებლად ჩვენ გავხსენით აქ წარმომადგენლობა. ამიტომ თუ გსურთ საბერძნეთში იახტის დაქირავება ან სადგომზე ადგილის დაჯავშნა, შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე

საბერძნეთი, ათენი (Greece, Athens) +302112340685

ისლანდია შეეხეთ ცას ხელით

аренда яхты в Исландии

ვინც უკვე ნამყოფია ისლანდიაში, ამტკიცებენ, რომ აქ ცა იმდენად ახლოსაა, რომ მას შეიძლება ხელით მიწვდე, ადგილობრივებს კი დღემდე სჯერათ მითიური ელფებისა და ზღაპრული გმირებისა. მოკლე ზაფხულის განმავლობაში აქ შესაძლებელია მხოლოდ ხანმოკლე მოგზაურობა იახტით, მაგრამ ის დაუვიწყარი იქნება. იახტის ჩარტერი ისლანდიაში შეგიძლიათ დაუკვეთოთ უშუალოდ ჩვენს ოფისში.

ისლანდია (Iceland) +3546324080

ლუქსემბურგის საჰერცოგო

постановка яхты под флаг Люксембурга

ლუქსემბურგი ვერ დაიტრაბახებს წყალსაცავებით. ამიტომ აქ იახტის იჯარით აღებას აზრი არ აქვს. მაგრამ ჩვენი სპეციალისტების მიმართ ამ საჰერცოგოდან კლიენტების მომართვის რაოდენობა აღმოჩნდა საკმაოდ დიდი. ძირითადში ისინი ეხება იახტის იჯარას უახლოეს საზღვაო ქვეყნებში, აგრეთვე იახტების მშენებლობასა და რეგისტრაციას. უკანასკნელი განსაკუთრებით საინტერესოა, ვინაიდან ლუქსემბურგის დროშა ითვლება ერთერთ ყველაზე მოხერხებულ დროშად იახტების მფლობელთათვის. სწორედ ამან იმოქმედა ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე გახსნას აქ ცალკე წარმომადგენლობა.

ლუქსემბურგი (Luxemburg) +35220301642

ლატვია სწავლების ადგილი

аренда яхты в Латвии

ლატვია ბოლო დროს გახდა იახტების მართვის სასწავლო ცენტრების, აგრეთვე კაპიტანების კურსების შუაგულად იქცა. აქ ხარისხიანი კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გემის წამყვანის და კაპიტანის საერთაშორისო სერტიფიკატები. ვინაიდან კომპანია Scanmarine TM (Cofrance SARL) დაკავებულია იახტების ეკიპაჟების კვალიფიკაციის ამაღლებით, ჩვენ გავხსენით ლატვიაში ჩვენი წარმომადგენლობა. გსურთ გახდეთ კაპიტანი? დაგვირეკეთ!

ლატვია, რიგა (Latvia, Riga) +37167881565

იახტინგი ლიტვაში

аренда яхты в Литве

ბალტიის ზღვის თავისებურებები ისეთია, რომ კარგი ზურგის ქარის შემთხვევაში თქვენ არ შეხვდებით დიდ ტალღებს. ეს ფაქტი საუკეთესო თვისებაა დამწყები იახტსმენებისთვის. აქ ოსტატობის დასახვეწად ჩამოდის უამრავი იალქნის ქვეშ სიარულის მოყვარული. გსურთ იჯარით აიღოთ იახტა ლიტვაში? დაგვიკავშირდით!

ლიტვა, ვილნიუსი (Lithuania, Vilnius) +37052080940

წინ მალტაზე!

аренды яхты на Мальте

მალტა ერთერთი ყველაზე ხელსაყრელი ადგილია იახტის რეგისტრირებისთვის. კომპანია Cofrance SARL-მა გახსნა აქ თავისი წარმომადგენლობა კომპანიის შექმნის, ხომალდის რეგისტრაციის, დროშის ქვეშ დაყენებისა და დაზღვევის ყველა ბიუროკრატიული ნიუანსების გადაწყვეტის გასამარტივებლად. თუმცაღა შესაძლებელია მალტაზე უბრალოდ იახტის იჯარით აღება კუნძულისა და ზღვის შემოგარენის სილამაზის დასათვალიერებლად კოფრანსის სპეციალისტებთან.

მალტა (Malta) +35620341636

პოპულარული ნიდერლანდები

аренда яхты в Голландии

ჰოლანდია ცნობილია თავისი მსხვილი გემთსაშენებით, სადაც აშენებენ მშვენიერ მეგაიახტებს. ჩვენმა კომპანიამ სწორედ აქ დაუკვეთა იახტების მშენებლობის დასაჩქარებლად სხვადასხვა ტიპოზომის კორპუსები. შედეგად თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი მეგაიახტა არა 3-4 წელში, როგორც ეს ხდება ხოლმე, არამედ ორჯერ უფრო სწრაფად იგივე ფინანსური დანახარჯებით. იახტის მშენებლობის შეკვეთა ნიდერლანდებში შეგიძლიათ ტელეფონით

ნიდერლანდები, ამსტერდამი (Netherlands, Amsterdam) +31208004910

ნორვეგია გზა ჩრდილოეთისკენ

аренда яхты в Норвегии

ან ჩრდილოეთის გზა – სწორედ ასე უწოდებენ ამ ქვეყანას. აქ ზაფხულშიც კი ტემპერატურა მერყეობს 14-17 გრადუსის მიდამოებში. ეს გრილი ტემპერატურაა, მაგრამ საკმარისია ჩრდილოეთის ზღვების დასაპყრობად და თვალწარმტაცი სანაპიროს გასწვრივ სამოგზაუროდ. ამასთან თევზაობა იახტაზე – ეს ცალკე სიამოვნებაა, რომელსაც მუდმივად უკვეთავენ ჩვენი კლიენტები. თევზაობა აქ განსაკუთრებულია! თევზაობის მსურველები ბევრია. ამიტომ განსაკუთრებულად თქვენთვის ჩვენ გავხსენით აქ ცალკე წარმომადგენლობა.

ნორვეგია, ოსლო (Norway, Oslo) +4721955865

პოლონეთში იახტის შესაძენად  

аренда яхты в Польше

გასაკვირია. მაგრამ ფაქტია – ბოლო დროს სულ უფრო მეტი კლიენტი მოგვმართავს კარგი კრუიზერის შესაძენად პოლონეთში. მაგალითად, გემთსაშენი Galeon, რომელმაც უკანასკნელ გამოფენაზე კანებში წარმოადგინა თავისი ბოლო მოდელი Galeon 650, რომელიც გაცდა ნამდვილი ტოპი კლიენტების მომართვებში. პოლონეთის გემთსაშენებთან მუშაობის გასამარტივებლად ჩვენ გავხსენით აქ ცალკე ოფისი. თუ გსურთ პოლონეთში იახტის შეძენა, მიმართეთ ჩვენს სპეციალისტებს.

პოლონეთი, ვარშავა (Poland, Warsaw) +48222129450

პორტუგალია ატლანტიკის დაპყრობა

аренда яхты в Португалии

ამ საოცარმა ქვეყანამ აჩუქა მსოფლიოს არაჩვეულებრივი მეზღვაურები და მოგზაურები. თავისი განლაგების წყალობით იგი იდეალურია ზღვის სტიქიის დასაპყრობად.  იახტინგი აქ არის დასვენებისა და თავისუფალი დროის ტარების ერთერთი ძირითადი სახეობა. ატლანტიკის სულის შეგრძნება დასავლეთის სანაპიროზე, სამხრეთის წყნარ პლიაჟებზე დასვენება, ლისაბონის მიდამოების შესწავლა – ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია იახტაზე, რომელიც შეგიძლიათ დაიქირაოთ პორტუგალიაში სკანმარინის წარმომადგენლობის მეშვეობით.

პორტუგალია (Portugal) +351300509075

იახტინგი რუმინეთში

аренда яхты в Румынии

რუმინეთი ცნობილია არა მხოლოდ გრაფ დრაკულას სახელით, დრაკონებით და ძველებური კოშკებით, არამედ ლამაზი შავი ზღვის სანაპიროთი. ხოლო იახტების სადგომების სიმრავლე და დაბალი ფასები იახტების ჩარტერზე ხდიან რუმინეთს მოსახერხებლად ბიუჯეტური დასვენებისთვის კომფორტაბელური იახტის ბორტზე. ჩვენ გავხსენით ოფისი რუმინეთში, რათა იახტის იჯარით აღება თქვენთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს.

რუმინეთი, ბუქარესტი (Romania, Bucharest) +40312295945

იახტიანი სლოვენია

аренда яхты в Словении

სანაპიროს სულ რაღაც 46 კილომეტრი და რამდენიმე ქალაქი, სულ ესაა სლოვენიაში იახტინგის სასტარტო მოედანი. მაგრამ იტალიისა და ხორვატიის სიახლოვე გახდიან იახტით მოგზაურობას ერთერთ ყველაზე დაუვიწყარ მოგზაურობად თქვენს ცხოვრებაში. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ არ გადაკვეთოთ სლოვენიის საზღვრები, ამ შემთხვევაშიც არის მოსანახულებლად საინტერესო ადგილების საკმაოდ დიდი რაოდენობა. პირანი, კოპერი და იზოლა – ეს გასაოცარი ქალაქები არ მოგცემენ მოწყენის საშუალებას.  ხოლო სლოვენიაში კომფორტული ყოფნა უფრო მოგადუნებთ დატვირთული სამუშაო დღეების შემდეგ. სლოვენიაში იახტის იჯარით აღება საკმაოდ მარტივია – დაურეკეთ ჩვენს სპეციალისტს ქვემოთ მითითებულ ტელეფონზე და დატოვეთ განაცხადი.

სლოვენია, ლუბლიანა (Slovenia, Ljubljana) +38617778615

ესპანეთის იახტების კოლაჟი

аренда яхты в Испании

ესპანეთი ყოველთვის იყო იახტების მოზღვავების ადგილი. აქ არის პატარა იალქნიანი იახტები, დიდი კატამარანები და სწრაფმავალი კრუიზერები, ისევე, როგორც მდიდრული სუპერიახტები. ყველა ჩადის მზიან ესპანეთში ზღვის ნაპირზე დასასვენებლად და ეწვიოს ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს და ბუტიკებს. ახალგაზრდები კი ამატებენ დროის ტარებას ღამის კლუბებში და წვეულებებზე. სხვათა შორის,  იახტაზე შესაძლებელია მხიარული წვეულებების, კორპორატივებისა და ქორწილის მოწყობაც კი. სწორედ ამ მომსახურებისთვის გვირეკავენ ყველაზე ხშირად ცხელი ესპანეთიდან. ამიტომ, ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ჩვენ გავხსენით აქ ჩვენი ოფისი.

ესპანეთი (Spain) +34902042542

შვედეთი სისუფთავე და სილამაზე

аренда яхты в Швеции

მიუხედავად ცივი კლიმატისა, შვედეთის ქალაქები სარგებლობენ საკმაოდ დიდი პოპულარობით ტურისტებს, მათ შორის იახტსმენებს შორის. სხვათა შორის, შვედები იალქნების ქვეშ მოგზაურობის საკმაოდ დიდი მოყვარულები არიან.  მაგრამ ზაფხულში თქვენ ვერ შეხვდებით ვერცერთ შვედ იახტსმენს მისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ვინაიდან ამ დროს ისინი უპირატესობას ანიჭებენ იალქნების ქვეშ შვედეთის ზღვის სივრცეში სიარულს. ეს არცაა გასაკვირი, ადგილობრივი ბუნების სილამაზე, სუფთა პლიაჟები და ენერგიით სავსე ქალაქები ეფერებიან თვალს და ამშვიდებენ სულს. თავად სტოკჰოლმიც კი გავრცელებულია თხუთმეტამდე კუნძულზე – წყლის სტიქია ადგილობრივებს სისხლში აქვთ. და თუ თქვენ გექნებათ სურვილი იმოგზაუროთ იახტით შვედეთის სანაპიროს გასწვრივ, დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე

შვედეთი, სტოკჰოლმი (Sweden, Stockholm) +46812410935

ინგლისი დიდებულია ყველაფერში

аренда яхты в Англии

ინგლისი კუნძულების სახელმწიფოა, რომელიც ადრე მართავდა ნახევარ მსოფლიოს, და დარჩა ერთერთ ყველაზე წამყვან სახელმწიფოდ როგორც ეკონომიკაში, ისე საზღვაო საქმეში. ადრე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ფლოტი ბატონობდა ზღვაში, ახლა კი ინგლისურ გემთსაშენებში აშენებული მდიდრული იახტები მთელ მსოფლიო ოკეანეს კვალავენ. Fairline, Haines, Oyster, Princess, Sunseeker – ეს დასახელებები იცის ნებისმიერმა იახტსმენმა. ბევრს სურს საკუთრებაში ჰყავდეს ინგლისური წარმოების იახტა. და ჩვენ მზად ვართ ეს განვახორციელოთ – ინგლისში იახტის მშენებლობა ახლა უფრო ხელმისაწვდომია სკანმარინთან ერთად!

დიდი ბრიტანეთი, ლონდონი (United Kingdom, London) +442038074521

ვოიაჟი ხორვატიის სანაპიროს გასწვრივ

аренда яхты в Хорватии

დიდი ალბათობით ყველაზე წარმტაცი მოგზაურობა ადრიატიაზე იქნება ვოიაჟი ხორვატიის სანაპიროს გასწვრივ. თვალწარმტაცი სანაპიროები, ზღვა მიმოფანტული კუნძულებით, უსუფთავესი წყალი და მოწყობილი მარინები. ამ ყველაფრის გამოსაკვლევად დაგჭირდებათ მუდმივი მოგზაურობის არაერთი კვირა. ამისთვის გირჩევთ გამოიყენოთ ძრავიანი იახტის იჯარა ხორვატიაში. კრუიზერზე, რომელიც მიქრის წყლის  ზედაპირზე 25-30 კვანძების სიჩქარით, ბევრად უფრო მარტივი იქნება კუნძულებისა და პორტების უმრავლესობის მონახულება. ასეთი ტრანსპორტის შეძენა კი შესაძლებელია სკანმარინის მეშვეობით!

ხორვატია, ზაგრები (Croatia, Zagreb) +38517757300

ელფების ქვეყანაში – ირლანდიაში იახტით

аренда яхты в Ирландии

ქვეყანა, რომელშიც დღემდე სჯერათ ელფების და ჯუჯების. ქვეყანა, რომლისთვისაც უდიდესმა მხატვარმა – ბუნებამ არ დაინანა მწვანე საღებავი. ქვეყანა, სადაც ბუნება ცვალებადია, როგორც ქალის ხასიათი. ქვეყანა, სადაც ენაც კი ჟღერს ისე, თითქოს სულ ცდილობენ სასმელით გაგიმასპინძლდნენ. კიდევ დაუპყრობელი ერი, მოწყობილი სადგომები და ზღვაში გასული იახტების სიმრავლე. ეს ყველაფერი ირლანდიაა! გსურთ იჯარით აიღოთ იახტა?  მაშინ იცოდეთ – ჩვენ აქ ოფისი გავხსენით. მოგვმართეთ!

ირლანდია, დუბლინი (Ireland, Dublin) +35319069301

მონაკო – აბსოლუტში აყვანილი ფუფუნება

аренда яхты в Монако

მცირე სამთავრო გახდა მეკა ძალიან შეძლებული ადამიანებისთვის. აქ უძრავი ქონების ყიდვისას ისინი ერთდროულად ყიდულობენ უმდიდრეს მეგაიახტებს, რომლის ბორტიდან მარტივია გრან-პრი მონაკოს – ფორმულა 1-ის რბოლის თვალყურის დევნა. ამასთანავე, ნაპირზე ჩასასვლელად ზოგისთვის არაა საკმარისი ტენდერზე გადასხდომა, რომელიც საშუალო ზომის იახტაზე არანაკლები ზომისაა. მტ ვერტმფრენი სურთ. ვერტმფრენის იჯარას კი და თავიანთი მეგაიახტების თანმხლებ ნავებს მონაკოში ისინი უკვეთენ სკანმარინს!

ჩვენი თანამშრომლები შეეცადნენ გაემარტივებინათ იახტის დაკვეთის პროცესი. თქვენ აღარ გჭირდებათ პირადად მოსვლა კომპანია Scanmarine TM-ის (Cofrance Sarl) ოფისში, უბრალოდ დარეკეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე. კომპანიის თანამშრომლები მიიღებენ ზარს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში (დასვენების დღეების გარეშე) და ოპერატიულად შეასრულებენ დაკვეთას უმოკლეს ვადებში.

чартер яхты на Лазурном берегу

 

რა შეგიძლიათ დაუკვეთოთ  ჩვენი ახალი ოფისების მეშვეობით?

ფაქტობრივად ჩვენ წარმოგიდგენთ მომსახურების სრულ სპექტრს კომპანიის ყოველ წარმომადგენლობაში, მიუხედავად მისი განლაგების გეოგრაფიისა.
ასე, ჩვენი სპეციალისტები მზად არიან უზრუნველყონ:
— ნებისმიერი კლასისა და კომფორტის იახტის იჯარა;
— იახტების გაყიდვა;
— იახტების მშენებლობა (მათ შორის მეგაიახტების მოკლე ვადაში);
— იახტების დაზღვევა;
— იახტის რეგისტრაცია და დროშის ქვეშ დაყენება;
— ტრანსფერი იახტამდე;
— ტექნიკური მომსახურება;
— იახტების მენეჯმენტი;
— იახტების ტიუნინგი;
— იახტის იჯარა სადღესასწაულოდ (დაბადების დღე, ქორწილი, კორპორატივი და ა.შ.);
— იახტების გადაყვანა; 
— ვერტმფრენის დაქირავება იახტაზე;
— თანმხლები ნავის დაქირავება;
— და მრავალი სხვა.

შეკვეთის გაფორმება

ჩვენ შევეცადეთ იახტის შეკვეთის პროცესი გაგვეხადა ავტომატიზებული:

— თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ განაცხადი საიტზე განაცხადის სპეციალური ფორმის შევსების მეშვეობით;
— მარტივად შეგიძლიათ განახორციელოთ შეკვეთა ონლაინ-ჩატის ფორმის მეშვეობით;
— ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მესენჯერებში WhatsApp, Telegram, Viber (+33629961135)
— და ყველაზე პოპულარული საშუალება – დარეკვა ტელეფონით. ყოველი წარმომადგენლობის ტელეფონის ნომრები ზემოთ არის მითითებული.
შეკვეთის განსახორციელებლად დაუკავშირდით ჩვენს სპეციალისტებს თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით და საუბრის დროს მაქსიმალურად დაწვრილებით აღწერეთ თქვენი სურვილები დასვენებისთვის, სავარაუდო ყიდვისთვის და ა.შ.

купить яхту в Европу

 

ბონუსები მუდმივი კლიენტებისთვის

ჩვენმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს ფასდაკლებების მთელი სქემა კლიენტებისთვის, რომლებიც ხშირად სარგებლობენ ჩვენი მომსახურებით. ჩვენ ვნახავთ, რით გაგაოცოთ!

Scanmarine TM Cofrance Sarl – ეს საუკეთესო სერვისია, რუსულენოვანი სპეციალისტები, იახტები ნებისმიერი გემოვნებისთვის, ყველაზე ხელსაყრელი პირობები, და რაც მთავარია – სადღეღამისო მუშაობა დასვენების დღეების გარეშე!

სასწრაფოდ გჭირდებათ იახტა? დაგვირეკეთ ახლავე!